Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარგარეტ ეტვუდის "პენელოპიადა" - წიგნის წარდგენა "აგორაზე"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი განაგრძობს შეხვედრებს "აგორაზე" − სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.

2024 წლის 11 ოქტომბერს, პარასკევს, 18.00 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის რომან “პენელოპიადას” წარდგენა.

მარგარეტ ეტვუდის რომანი “პენელოპიადა“ გვთავაზობს ანტიკური მითის ახლებურ გააზრებას. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის, შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ საკუთარი, ქალის, თვალით დანახულს. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების ხელახალი გააზრება, რომელიც თხრობის სხვადასხვაგვარი ფორმით არის გადმოცემული.

წიგნს წარადგენს მთარგმნელი, მარიამ ნოზაძე.

გამომცემლობა: პალიტრა L

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, მეორე სართული, აუდიტორია N220

იხ. მოსაწვევი

 

თარიღი: 09/10/2024